აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა და გამარჯვების შესახებ მადუროს პრეტენზია უარყო.


„აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტიამ ვენესუელაში 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.


საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ დაპირისპირებამ ვენესუელაში პროტესტი გამოიწვია. ვენესუელის საარჩევნო საბჭომ 28 ივლისის არჩევნების გამარჯვებულად 51%-იანი მაჩვენებლით აღიარა მადურო, რომელიც 2013 წლიდან სათავეშია. მაგრამ ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი ხმების დაახლოებით 90%-იანი მაჩვენებელით, გონსალესმა მოქმედი პრეზიდენტზე ორჯერ მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.


Reuters-მა სამშაბათს დაწერა, რომ ვაშინგტონი სადავო არჩევნების შემდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვენესუელაში დემოკრატიული ნორმების აღდგენის პროცესს და მზად ვართ, განვიხილოთ მისი გაძლიერების გზები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ბლინკენმა.