პოლონელმა და ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს. პოლონური მხარის ცნობით, Leopard 2A4 NATO-ს არმიების მთავარი საბრძოლო ტანკია.
„სამხედრო ინსტრუქტორები ნორვეგიიდან და პოლონეთიდან ცდილობენ, უკრაინელი იუნკერების მომდევნო ჯგუფს მისცენ შესაძლებლობა, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნების დროს. სწავლება არის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის ნაწილი. უცხოელ ინსტრუქტორებს სურთ მისცენ უკრაინელებს საშუალება, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნებში, რათა შემდეგ მათ შეძლონ სხვა უკრაინელების მომზადება ძირითადი საბრძოლო ტანკის სამართავად.
მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერის გაზრდას. ვაშინგტონის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, უკრაინას სულ მცირე 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გავუწევთ მომდევნო წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. დროთა განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები პარტნიორების დახმარებით, წვრთნებს გადიან, რათა გაუმკლავდნენ რუსულ აგრესიას.