კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ კანადის მიერ მოწოდებული ტანკები და ჯავშანტექნიკა.
„კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას,“ განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ანდრე-ენ პულინმა. მისი თქმით, რომ უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს.“
ცნობისთვის, კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4 ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე, რამდენიმე M-777-ის ჰაუბიცა. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანული იარაღი შეიძლება, გამოიყენონ უკრაინულმა ძალებმა რუსეთში ოპერაციების დროს, მაგრამ შეზღუდვები რჩება შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებაზე.