NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინელებს წვრთნიან

უკრაინელი ახალწვეულები „ინტერფლექსის“ ფარგლებში წვრთნებს გადიან.

შესაბამის ინფორმაციას NATO მისივე ვებგვერდზე ავრცელებს.


„რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, მოკავშირეებმა უპრეცედენტო წვლილი შეიტანეს უკრაინის თავდაცვაში. ივლისში, NATO-ს სამიტზე, მრავალმა მოკავშირემ გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ისინი მომავალ წელს, ერთად უზრუნველყოფენ სულ მცირე 40 მილიარდ ევროს უსაფრთხოების დახმარებას. მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კოორდინაცია გაუწიონ უსაფრთხოების დახმარებას და წვრთნას უკრაინისთვის, NATO-ს ახალი სარდლობა ამ ამოცანებს ახორციელებს, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება,განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე.