აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხორვატიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. იუწყება Trend „სოკარზე“ დაყრდნობით.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანისა და ხორვატიის მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.“
„ზამთრის სეზონის წინ, ხორვატიისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანის, როგორც ევროპისთვის სანდო პარტნიორისა და გაზის მიმწოდებლის პოზიციას,“ - აცხადებენ კომპანიაში.