შვეიცარია საფრანგეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს მართავს. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლის 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილია რამდენიმე მოდული შვეიცარიისა და საფრანგეთის საჰაერო სივრცეში. მანევრებში შვეიცარიიდან ოთხი F/A-18 გამანადგურებელი მონაწილეობს. საფრანგეთიდან წვრთნებში ჩართულია F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელი.
შვეიცარიამ NATO-სთან კავშირების გაძლიერების ვალდებულება, მათ შორის, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესება დაადასტურა, რაც მთავრობის მიერ 2024 წლის 31 იანვარს მიღებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში გაიწერა.