ირლანდიის პრემიერი კიევში ახალ ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა. მოგზაურობის წინ, ჰარისმა განაცხადა, რომ ”რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, უკრაინა აგრძელებს უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა.


მანვე დაამატა, რომ ირლანდია "ცალსახად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.“

ტაოსმა მოინახულა დაბომბული და დაზიანებული შენობები ქალაქის ბოროდიანკასა და ჰოსტომელის რაიონებში.


ჰარისი და ზელენსკი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს შეხვედრისას ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებაზე. ორმა ლიდერმა ეს შეთანხმება ივლისში, ირლანდიაში ზელენსკის ვიზიტის დროს განიხილა.