მილერი: საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს შორდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული ქმედებებით შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მან შესაბამის შეკითხვასზე საპასუხოდ ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.


„ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი. თუმცა როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით... და ეს კანონი ამას შეესაბამება, შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ,“ - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.