იტალიამ ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან, საგრძნობლად გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები წლიურთან შედარებით, თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ Trend-ს ევროსტატში განუცხადეს.
2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტით გაზარდა.
აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს.
2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.