ბულგარეთი შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში ჩართვას ითხოვს

ბულგარეთს შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში მონაწილეობა სურს. ამის შესახებ Trend-ს ULlogistics-ის კომერციულმა წარმომადგენელმა ვიტალი სტოევმა განუცხადა. სტოევმა აღნიშნა, რომ ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა მას აშკარა უპირატესობას ანიჭებს.


„ბულგარეთს აქვს სტრატეგიული წვდომა ორ საზღვაო პორტთან და ქვეყანა ესაზღვრება ხუთ სახელმწიფოს: რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და საბერძნეთს. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ძირითადი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა რეგიონს. გარდა ამისა, ბულგარეთის განვითარებული ინფრასტრუქტურა მას მიმზიდველ მონაწილედ აქცევს. რას მიიღებს ბულგარეთი პროექტში მონაწილეობით? გარდა აშკარა ეკონომიკური სარგებელისა, ქვეყანას შეუძლია, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურაში. რაც შეეხება თავად შუა დერეფნის პერსპექტივებს, მისი მნიშვნელობა უდავოა.

ეს მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის არსებული სავაჭრო გზების ალტერნატივა ხდება. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთი ალტერნატივა უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და საიმედოობას. სამომავლოდ, მარშრუტმა შეიძლება, გაიაროს სხვადასხვა ქვეყანა მიზნებიდან და ლოგისტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის აქტუალობას,“ - აღნიშნა სტოევმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. 

ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.