ისრაელი აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის სამხედროთა განცხადებით, დარტყმების შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური, აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილე ნაბილ კაუკი.

ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად მოკლეს.


„ჰეზბოლას“ შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში.

„ჰეზბოლა“ გასამხედროებული ჯგუფია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.