პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ე.წ სამაშველო გეგმას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1,9 ტრილიონ დოლარიანი სტიმულირების გეგმას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, კონგრესმა ამერიკის ე.წ სამაშველო გეგმა გუშინ დაამტკიცა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკას ნახტომისებურად წაწევს წინ, პანდემიას გაუმკლავდება და თითოეულ ამერიკელს დაეხმარება.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა.

$25 მილიარდი რესტორნებს, $170 მილიარდი სკოლებს - ამავე თემაზე რას მოიცავს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი

აშშ-ის სენატმა კოვიდპანდემიის პირობებში ეკონომიკის დახმარების გეგმა დაამტკიცა