NATO ევროპაში თავისი ძალების გაზრდას 49 ახალი საბრძოლო ბრიგადის განლაგებით გეგმავს, ეს დაახლოებით, 250 000 ჯარისკაცს ნიშნავს საიმისოდ, რომ ალიანსმა თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია ევროპის წინააღმდეგ. ამის შესახებ Die Welt-ის ("მსოფლიო" - ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გერმანიაში 1946 წლიდან გამოდის) საკვირაო გამოცემა Welt am Sonntag-ი არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით წერს. გამოცენის ცნობით, ეს გეგმა ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ და ფრანგმა ადმირალმა პიერ ვანდიემ წარადგინეს.
„ადრე ითვლებოდა, რომ 82 ბრიგადა, ანუ დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი საკმარისი იყო NATO-სთვის, მაგრამ ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ ძალების მინიმალური რაოდენობა 131 ბრიგადაა, თითოეულში 5000 ჯარისკაცით, რაც სულ დაახლოებით 650,000 ჯარისკაცს ნიშნავს. ასევე იგეგმება კორპუსების რაოდენობის 6-დან 15-მდე გაზრდა და დივიზიების შტაბების 24-დან 38-მდე გაზრდა,“ წერს გამოცემა. გარდა ამისა, იგეგმება საჰაერო თავდაცვის ნაწილების ხუთჯერ გაზრდა – 293-დან 1467-მდე. მედია წერს, რომ NATO-ს ახალი გეგმის ჩამოყალიბების აუცილებლობა აიხსნება იმ მუქარით, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის.