ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა

ვლადიმერ პუტინს ნამდვილად არ სურს ომი NATO-სთან, რადგან "რუსეთი სწრაფად დამარცხდება - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ტონი რადაკინმა, Business Insider-ის ცნობით.

„ნებისმიერი რუსული თავდასხმა ან შეჭრა NATO-ს წინააღმდეგ, გამოიწვევს აბსოლუტური პასუხის პროვოცირებას,” - განაცხადა რადაკინმა. მანვე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს ესმის: „ძირითადი მიზეზი, რის გამოც პუტინს არ სურს კონფლიქტი NATO-სთან, არის ის, რომ რუსეთი წააგებს.“


მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება, თუ ალიანსის სამხედროები უკრაინაში გამოჩნდებიან. 

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

იენს სტოლტენბერგის  თქმით კი, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.


ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე.


მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.

დასავლური ქვეყნების ლიდერების დისკუსიის ფონზე, აშშ უკრაინაში ჯარის გაგზავნას გამორიცხავს.