ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94%-ით ლიდერობს

2 137 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ.

„ქართული ოცნება“ – 52,94 პროცენტი;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,19 პროცენტი;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9, 79 პროცენტი;

ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,05 პროცენტი;

„გახარია საქართველოსთვის“ – 8,26 პროცენტი;

სულ არსებული 3 111 უბნიდან დათვლილია თითქმის 69 პროცენტი.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.


„გორბის“ ეგზიტპოლის (ტელეკომპანია „იმედი“) თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 12.6 %; „ერთიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ - 7.0 %. განსხვავებულ სურათს აჩვენებს სხვა ეგზითპოლის მონაცემები.

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.