„ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს“ - პეკინი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

„საქართველომ საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩაატარა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად ვუსურვებთ ქვეყანას სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩინეთი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიენმა.


ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.