აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“
ბაიდენის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინების საკითხებს.
„შეერთებული შტატები დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ამ ქვეყნის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებამ, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და დაუყონებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
-
მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ
-
ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ
-
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
-
რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
- პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია