რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია. საარჩევნო კოლეგიაში მას 277 ხმა აქვს, გამარჯვების მოსაპოვებლად 270 ხმა იყო საკმარისი.

არჩევნების შედეგი ისტორიულია - ტრამპი ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი, ის პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტრამპი იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს.

„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ დილით ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან.


დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.