კრისტიან დანიელსონი: ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

მისივე თქმით, ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება და ამიტომაც, მისი, როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის როლი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესს დაეხმაროს.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, მე უკვე რამდენჯერმე ვარ ამ ქვეყანასი ნამყოფი, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში.

ახლა მე ვიმყოფები, როგორც შარლ მიშელის ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ , როგორც მისი პირადი წარმომადგენელი.

ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგნელის როლი არის არის, რომ დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება, რომ ყველა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე მხარეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ამ პროცესს ვაგრძელებთ.

ევროკავშირისათვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმართ ყურადღება აქვს გამახვილებული. აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

ძალიან ბევრი გამოწვევაა, სამწუხაროდ, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას.

ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკური მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ კომპრომისების სახით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლელად.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი როლი ისევე, როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის არის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ.

ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ იპოვნონ ჩვენი დახმარებით გამოსავალი იმისათვის, რათან ამ სიტუაცია გაუმკლავდნენ და ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ

ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ", - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.