კრისტიან დანიელსონი: მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა

,,მთავრი პუნქტი, საიდანაც უნდა დაიწყოს პროცესი, არის მოსმენა", - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიასასუალებებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, შედეგი დადგეს, აუცილებელია ნაყოფიერი მუშაობა.

„ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ. მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით უკვე შეხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.