რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა.

რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხ მომენტში მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს.

„ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს,“ - წერს რასა იუკნევიჩიენე.