„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა.
„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ.
ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს.“ პრემიერის განცხადებით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო.“
-
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა
-
ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს