რაზე ისაუბრეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა და დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ შეხვედრაზე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა ფლორიდაში გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამხედრო ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის სხვა დეტალები უცნობია.


სააგენტო "ფრანს პრესი წერს, რომ რუტემ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოთქვა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის დაახლოების მზარდი საფრთხის შესახებ სასაუბროდ.


თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაში ტრამპმა ევროპა თავდაცვის არასაკმარისი ხარჯების გამო გააკრიტიკა და ეჭვქვეშ დააყენა სამართლიანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ფარგლები, რამაც გამოიწვია დაძაბულობა ევროპელ მოკავშირეებს შორის. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ კიევის დახმარება არის მთავარი ფაქტორი როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის.