ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო უკრაინაში, ომში, თავისი ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა. მსჯელობა განახლდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფონზე, რომელმაც, როგორც მოელიან, შეიძლება, შეუჩეროს სამხედრო დახმარება კიევს.
„პარიზი და ლონდონი არ გამორიცხავენ უკრაინაში კოალიციის ლიდერობას, მოდალების მიხედვით, რომლებიც ჯერ კიდევ დაზუსტდება,“ წერს ფრანგული გამოცემა.
გამოცემის ცნობით, განხილვა მიმდინარეობს, კერძოდ, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რაც განახლდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პარიზში ვიზიტის დროს. გამოცემის წყარო იტყობინება, რომ საუბარია "ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნაზე, რომელიც ორიენტირებულია უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე."