აზერბაიჯანი შუა დერეფნის სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის გაზრდას აანონსებს

აზერბაიჯანი 2025 წელს შუა დერეფნის გავლით, სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის 600-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა.


„ბოლო წლებში აზერბაიჯანმა აჩვენა მთლიანი სატრანზიტო მოცულობის სტაბილური ზრდა, რომელმაც 2023 წელს მიაღწია 13,4 მილიონ ტონას, საიდანაც 4,3 მილიონი ტონა შუა დერეფნით გადაიზიდა. 2024 წლის დასაწყისიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩინეთიდან ბლოკ-მატარებლების მოძრაობას შუა დერეფნის გავლით.


მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენს ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ბლოკ0მატარებელი გაივლის, აზერბაიჯანის პორტებში ტრანზიტის საშუალო დრო შეადგენს 10 დღეს და საქართველოს პორტებში 12 დღეს. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ბლოკ-მატარებლების რაოდენობა 600-მდე გავზარდოთ, სამომავლოდ კი, ჩვენი მიზანია, 1000 ბლოკ-მატარებლამდე ავიდეთ“, - დასძინა მინისტრმა.