Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
Financial Times-ის ცნობით, ფართო ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩინეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, დონგ იუნი ამ თანამდებობაზე მყოფი ზედიზედ მესამე მინისტრია, ვის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, დონგ იუნი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლი შანგფუ ჩაანაცვლა, რომელიც კორუფციის ბრალდებით გაათავისუფლეს.