პრეზიდენტი: ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ

„ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს.
ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ,“ წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


„ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება,მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!“ დაწერა პრეზიდენტმა მოგვიანებით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.



29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ. „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა, რომელმაც თავის არეში მიიღო დაზიანება, კლინიკაში გადაიყვანეს.