ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია.
მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0619 ლარი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.
ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი,“ რასაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.