NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს.
გენერალურმა მდივანმა უპასუხა შემდეგ შეკითხვას: ვარაუდობენ, რომ რუსული ჰიბრიდული ქმედებებით თავს დაესხნენ არჩევნებს საქართველოსა და მოლდოვაში. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ამ თემაზე? რას ფიქრობთ? როგორ შეუძლია NATO-ს, დაუპირისპირდეს ამ რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეა, როგორც NATO-ს ქვეყნები, ასევე, NATO-ს მეზობლები და პარტნიორები.
მარკ რუტე: რა თქმა უნდა, ჩვენ NATO-ს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. ასევე ძალიან გვაწუხებს ის, რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა, რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება შეძლო. რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და NATO-სთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია.
-
NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველოს მოვუწოდებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს
-
NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად