პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია.“ მისი თქმთ, საქართველოს ხელისუფლება რჩება „უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ,რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი.“
„ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით ვარ მიგვიღია. ერთი სიის პრინციპი ეს კიდევ ნაკლებად საინტერესოა. სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით: პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა, სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლები. ამ ორი საბაბით, თავის დროზე, უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1-ელ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია.
აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგიწოდებდა „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ.
საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მუდმივად გრძელდებოდა ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით“ კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ყველაფერზე. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. საინტერესო არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის.
საბოლოდ, მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონს მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვონ და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული. სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებას.
ირაკლი კობახიძის შეფასები, „მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს და ბლინკენის განცხადებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა.“
„რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა,“ - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს - 19 პირს სანქციები დაუწესა.“ ენტონი ბლინკენის განცხადებით კი, აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.