პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაურეკა, რათა აშშ-სომხეთის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოებია საკითხები განეხილა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა ტრამპს „სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესაბ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა ამ ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობაზე.
„ასევე განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია განცხადებაში. სხვა დეტალები არ გავრცელებულა. არც ტრამპს და არც მისი გარემოცვის წევრებს არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ საკითხზე.
ფაშინიანმა ტრამპს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 6 ნოემბერს მიულოცა. მილოცვისას სომხეთის პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ორმხრივი კავშირები "კიდევ უფრო გაძლიერდება" და ამაღლდება "სტრატეგიულ პარტნიორობამდე."
„ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა ავაშენოთ სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე,“ – წერდა ნიკოლ ფაშინიანი.
აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ფაშინიანს მცდელობებს, გააღრმაოს სომხეთის ურთიერთობები დასავლეთთან, რამაც სამხრეთ მის ტრადიციულ მოკავშირე,რუსეთთან უპრეცედენტო დაძაბულობა გამოიწვია.
ვაშინგტონმა ასევე არაერთხელ სცადა, ხელი შეეწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ჯერ კიდევ გასარკვევია, გამოავლენს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ასეთივე ინტერესს, დაეხმაროს ერევანს მოსკოვის ორბიტისგან თავის დაღწევაში და სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულებაში.
ტრამპს არასოდეს ჰქონია პირისპირ მოლაპარაკებები ფაშინიანთან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.
რესპუბლიკელმა ტრამპმა საპრეზიდენტო რბოლის დროს, 24 ოქტომბრის განცხადებაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა გასული წლის მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის იძულებით გადასახლებაში და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაასრულებს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს.