ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან.

ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დღეს დაუჭირეს.

შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონას ნაწილობრივ 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.