ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ღია საზღვრის მქონე ზონის გამოყენების წესები შეამსუბუქა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
დიპლომატმა თურქებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების სასწრაფოდ განახლებისკენ მოუწოდა.
თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც წლებია, ევროკავშირის „ბიუროკრატიული და ნელი სავიზო სისტემაზე“ ჩივიან, გარკვეულ შეღავათებს იღებენ: ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 15 ივლისიდან შევიდა, მრავალჯერადი შესვლის ვიზების გაცემის პროცესს ამარტივებს.
თურქები, რომლებიც ადრე ვიზებით კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ, ექვსთვიან ვიზას მეორე განაცხადისთანავე მიიღებენ, რასაც მოჰყვება ერთწლიანი, სამწლიანი და ხუთწლიანი მრავალჯერადი ვიზები.