რუმინეთი უკრაინასთან ერთად დრონების აწყობას გეგმავს

რუმინეთი უკრაინასთან ერთად დრონების ერთობლივი წარმოების პროექტის დასაწყებად ემზადება, რომლის მიზანიც ქვეყნის შიგნით დრონების აწყობა და სხვა ევროპულ ქვეყნებში გაყიდვაა.


რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაადასტურა ეს ცნობები და განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრი იონუტ მოსტიანუ მალე მოლაპარაკებებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგასთან.