აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი „საკმაოდ ახლოს არიან“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან.
რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა გლობალურად კონფლიქტების მოგვარების კუთხით, თავისი ადმინისტრაციის მიღწევები ჩამოთვალა და ასევე ახსენა სომხეთ-აზერბაიჯანი.
„ჩვენ საოცრად ვიმუშავეთ და ეს საკმაოდ ახლოსაა, თუ უკვე მიღწეული არა,“ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.