მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს

პრორუსი ოლიგარქის ილან შორის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. 

19 ივლისს გამართულ სხდომაზე მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკ „გამარჯვებას” განცხადება რეგისტრაციისთვის არ მიიღო. საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ოთხი პარტია შედის, რომელთგან ყველა გაქცეულ რუს ოლიგარქ ილან შორთან არის დაკავშირებული.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, პაველ პოსტიკამ აღნიშნა, რომ „გამარჯვებას” წევრები დაკავშირებულები არიან ოლიგარქ ილან შორთან, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და რომელსაც მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება.