ზელენსკის თქმით, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა რუსეთის გავლენის გარეშე იმუშავებს

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ანტიკორუფციული ორგანოები იმუშვებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე. 

„სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ვესაუბრე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ სემენ კრივონოს, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კლიმენკოს, გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილ მალიუკს. ყველაფერი განვიხილეთ.


ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებს. მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე – ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. სამართლიანობა უნდა გაიზარდოს,“ – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ გენერალური პროკურორი ყველა კანონდარღვევას სამართლიანად აღკვეთს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხანგრძლივად შეჩერებულ საქმეებზე გამოძიება უნდა დასრულდეს.


ცნობისთვის, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.

კანონის წინააღმდეგ უკრაინის ოთხ ქალაქში – კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.