ბოლო შვიდი წლის განმავლობაში (2019 წლიდან (პანდემიიდან) 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის) საქართველოში 19 564 468 500 დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილები განხორციელდა.
ეროვნული ბანკის მონაცემების აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების 48.6%-ზე მეტი ჯამურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა.
უფრო კონკრეტულად, 7 წელში აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში 9 526 426 600 დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, აქედან 6 947 368 800 დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან (35.5%-იანი წილი), 2 362 867 500 დოლარი - ამერიკიდან (12%), ხოლო 216 190 300 დოლარი - დიდი ბრიტანეთიდან (1.1%).
აღბოლო 7 წელში მზარდია როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან ფულადი გზავნილების მოცულობა, 2024 წელს ყველა აღნიშნულ შემთხვევაში რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.