სირიამ თურქეთს თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება ოფიციალურად სთხოვა

სირიამ ოფიციალურად მოითხოვა სამხედრო მხარდაჭერა თურქეთისგან შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.


„სირიის ადმინისტრაციამ ოფიციალური თხოვნით მიმართა თურქეთს დახმარების შესახებ, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ებრძოლოს ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი - ISIS-ს,“ - იტყობინება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.