ისტორიული შეთანხმება: ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სისტემა დანერგეს

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა პირველი საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სერვისი ოფიციალურად დანერგეს. შეთანხმება ქვეყნების ეროვნულ საგადახდო სისტემებს - Elkart-სა და UZCARD-ს შორის შედგა, რასაც რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევენ.


„ახალი სერვისი ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს თანხების პირდაპირ ბარათიდან გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო საგადახდო სისტემების გვერდის ავლით,“ წერს ყირგიზული მედია.


სისტემა ბიშკეკში გამართული ოფიციალური პრეზენტაციის დროს ამოქმედდა. ყირგიზეთში მომხმარებლებს სერვისზე წვდომა Elkart Mobile აპლიკაციის საშუალებით, ხოლო უზბეკეთში - UNIRED აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.


ყირგიზეთის ბანკთაშორისი დამუშავების ცენტრის (IPC) თავმჯდომარემ ალტიმიშ ტურატბეკოვმა, განაცხადა, რომ ინიციატივა ცენტრალურ აზიაში ერთიანი ფინანსური ეკოსისტემის შექმნის უფრო ფართო ვალდებულებაზე მიუთითებს.


უზბეკეთსა და ყირგიზეთს ისტორიულად ჰქონდათ რთული ურთიერთობა, განსაკუთრებით, საზღვრის დემარკაციის, წყლის რესურსების გამოყენებისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო (მაგალითად, 2010 წლის არეულობები). ასეთ ფონზე ამგვარი თანამშრომლობა ნიშნავს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ცენტრალურ აზიაში

ფულადი გზავნილების ერთიანი სისტემა ამარტივებს და ამცირებს ხარჯებს ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც მუშაობენ ერთ ქვეყანაში და ოჯახები ჰყავთ მეორეში. ეს ხელს შეუწყობს:

  • შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციას

  • მცირე ბიზნესების განვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში

  • არაფორმალური ფულადი გადარიცხვების შემცირებას