თურქულმა დრონების მწარმოებელმა Baykar-მა Korean Air-თან კონტრაქტი გააფორმა

სამხრეთ კორეის ფლაგმანურმა ავიაკომპანია Korean Air-მა და თურქულმა უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) მწარმოებელმა Baykar-მა ოთხშაბათს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე (IDEF) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა ჰალუკ ბაირაქტარმა და Korean Air-ის გენერალურმა მენეჯერმა გააფორმეს.


IDEF-ზე გამოსვლისას, ბაირაქტარმა ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებას და განაცხადა, რომ მთავარი მიზანია ყველა სფეროში დამოუკიდებლობის მიღწევა, საკმარისი სიმძლავრის ქონა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ Baykar-ი გლობალური უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) ბაზრის 60%-ს აკონტროლებს.