- რუსეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების გამო, შავი ზღვის გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტი დროებით შეჩერდა - წყაროები
- პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, უცხოურ გემებს ქვეყნის პორტებში შესასვლელად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანხმობა დასჭირდებათ
შავი ზღვის პორტებში, ტანკერებზე რუსული ნავთობის გადატვირთვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც პუტინმა FSB-ს, რუსულ პორტებში უცხოური გემების შესვლის დამტკიცების უფლებამოსილება მიანიჭა. წერს უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების გამო, შავი ზღვის გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტი დროებით შეაჩერა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოურ გემებს რუსეთის პორტებში შესასვლელად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგან (FSB) ნებართვას ავალდებულებს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ უცხოური გემების შესვლის ნებართვა პორტის ხელმძღვანელობამ უნდა შეუთანხმოს FSB-ს. ახალი წესები ძალაში, ორშაბათს, 21 ივლისს, განკარგულების გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
კრემლში არ ასახელებენ გადაწყვეტილების მიღების ზუსტ მიზეზს, თუმცა Financial Times‑ზე წერს, რომ ტრანსპორტის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას არაჯეროვნად ასრულებდა. უფრო ადრე, პუტინმა ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სტაროვოიტმა თავი იმავე დღეს თავი მოიკლა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობის ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობა ივლისში დაახლოებით 2.2 მილიონ ტონას მიაღწევს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, უცხოურ ნავთობტანკერებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის შავი ზღვის მთავარ პორტებში ნავთობის გადატვირთვა, რაც ფაქტობრივად ბლოკავს ყაზახურ ექსპორტს, რომლის ნაწილიც აშშ-ის ენერგეტიკული კომპანიების საკუთრებაში არსებული კონსორციუმია.
Reuters-ის გამოთვლებით, ნოვოროსიისკის პორტის დროებით გათიშვას შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე დიდი გავლენა ჰქონდეს — ნავთობის მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის 2%-ზე მეტით შემცირდება.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Ust-Luga-ს, Tuapse-სა და Novorossiysk-ის პორტებში პერიოდულად ფიქსირდებოდა აფეთქებები. უკრაინას, ოფიციალურ დონეზე, უმეტეს შემთხვევაში არ დაუდასტურებია პორტებზე შეტევა, თუმცა არაერთხელ მიუთითებია, რომ მსგავსი ოპერაციები შესაძლოა, განხორციელებული იყოს უკრაინული ძალების მიერ, განსაკუთრებით — უსაფრთხოების სამსახურების (SBU ან HUR) მიერ.
-
uapse-ზე 2024 წელს თავდასხმის შემდეგ, SBU-მ არაოფიციალურად მიანიშნა პასუხისმგებლობაზე.
-
Ust-Luga-ს 2025 წლის შეტევისას, Kyiv Independent და FT წერდნენ, რომ "თავდასხმაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური", თუმცა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.