Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დრონების მწარმოებელ კომპანიას, ჩინეთში დამზადებული ძრავის ნაწილები ფიქციური კომპანიების გავლით, ფარულად მიეწოდება. დასავლეთის სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთში გაგზავნილ ნაწილებს "სამრეწველო გაგრილების დანადგარებად" მოიხსენიებენ. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული დრონები, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება, მუშაობენ ჩინური წარმოების ძრავებით, რომლებიც საიდუმლოდ „გაცივების დანადგარებად“ ფუთავენ.
Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება დადო, რომელიც მიმდინარე წელს 6 000 Гарпия-ს ტიპის დრონის წარმოებას გულისხმობს. ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 2 000-ითაა გაზრდილი და დოკუმენტის მიხედვით, აპრილისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდეს 1 500 მსგავსი დრონი.
Reuters-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ Гарпия-ს ნაწილების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
„ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომელიც არ ემყარება საერთაშორისო სამართალსა და არ არის მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ," განაცხადა სამინისტრომ.