საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქის ექსტრადირებას მოსკოვიც ითხოვს.
მოლდოვის პოლიციის უფროსმა ვიორელ ჩერნეუცანუმ განაცხადა, რომ მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის არ დაუკავებიათ.
„ჩვენი მოსაზრებით, ამ ფორმით მოსკოვი ცდილობს მის რუსეთში ჩაყვანას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ – განაცხადა მოლდოვის პოლიციის უფროსმა.
ჩერნეუცანუს თქმით, ინტერპოლის წესებით, დამნაშავე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, იმ ქვეყანას გადაეცემა, რომელმაც პირველმა მოითხოვა მისი დაკავება. მოლდოვამ ვლად პლახატნიუკზე ძებნა მარტში გამოაცხადა.
ცნობისთვის, 22 ივლისს საბერძნეთში ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს და ასევე ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცაცუ. მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე წამოიწყო.