მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება. მაია სანდუს თქმით, სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საარჩევნო კორუფცია და რუსეთის მხრიდან არალეგალური საგარეო დაფინანსება წარმოადგენს.
„რუსეთის ფედერაციას სურს, რომ შემოდგომიდან მოლდოვის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვოს და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება,“ - განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართე