აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაეში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც თავიანთი თანამოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს,“ - მოსამართლის მანტია ვერ დაგიცავთ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაეშს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა.
აშშ მორაეშს წინასწარი პატიმრობის უსამართლოდ შეფარდების პრაქტიკასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მოიცავს ადამიანების უფლებების დარღვევისა ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.