თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამშაბათს თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ხუთი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა AS-532-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.
სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა.