ფაშინიანი: სომხეთიდან რუმინეთში ავტომობილების ექსპორტი თურქეთის ტერიტორიის გავლითაც იქნება შესაძლებელი

TRIPP-ის პროექტი სომხეთსა და რუმინეთს ერთმანეთისთვის სატრანზიტო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.


ამიმს შესახებ რუმინეთში ვიზიტით მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან შეხვედრაზე განიხილეს გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.


„ბატონ პრეზიდენტს ვაცნობე, რომ გუშინ საფუძველი ჩაეყარა TRIPP-ის პროექტს. ამ პროექტის ამოქმედება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის: ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ საქონლის მიწოდების საბოლოო პუნქტებად შეიძლება იქცნენ, არამედ ერთმანეთს სატრანზიტო მომსახურებასაც გაუწევენ.


უფრო მეტიც, აღვნიშნავ, რომ მსგავსი შესაძლებლობები დღესაც არსებობს. კერძოდ, ხაზი გავუსვი იმას, რომ მაისში სომხეთიდან რუმინეთში ავტომობილების ექსპორტი და იმპორტი თურქეთის ტერიტორიის გავლითაც იქნება შესაძლებელი. დღეს ასევე არსებობს სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობები, ხოლო სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რკინიგზის გახსნით ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ბუქარესტიდან ერევნის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, რადგან ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ, თანაც სომხეთიდან რუმინეთში (და პირიქით) მგზავრობა დიდ დროს არ წაიღებს,“ — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.