აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ ჩანს. მან ისაუბრა სავარაუდო ზომებზე, რისი მიღებაც დონალდ ტრამპს შეუძლია.
„ვაგრძელებთ რუსულ მხარესთან ჩართულობას, ამ კვირის დასაწყისში - ორშაბათს თუ სამშაბათს. ასევე მთელი საუბარი გვქონდა მათთან - პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ გვინახავს.
პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია, თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის,” - განაცხადა რუბიომ.