პაკისტანში ყოფილი პრემიერის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს.

BBC წერს, რომ ეს პირები 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

„პაკისტანის სასამართლო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი სამწუხარო და სამარცხვინო ინციდენტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ორივე პალატაში მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ისინი იმრან ხანის პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი წარმომადგენლობისა და კონსტიტუციური ბრძოლის ერთგული მოკავშირეები იყვნენ,“ - აცხადებს პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფის“ (PTI).

ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.